LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლ მიშელი – მინდა მკაფიოდ ვთქვა: კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებასთან და ტრაექტორიასთან თანხვედრაში არ არის –  ევროკავშირთან კი არ დაახლოებს, არამედ დააშორებს

117
3865g94bxyj0kpv

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებასთან თანხვედრაში არ არის და საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

როგორც შარლ მიშელი აღნიშნავს, ქართველმა ხალხმა ევროპული გზა აირჩია და საპასუხოდ, ევროპულმა საბჭომ საქართველოს გასულ დეკემბერს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

“მინდა მკაფიოდ ვთქვა: უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებასთან და გაწევრიანების ტრაქეტორიასთან თავნხვედრაში არ არის და საქართველოს ევროკავშირთან კი არ დაახლოებს, არამედ დააშორებს”, – წერს მიშელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები