LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლ მიშელი „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას ახალი წინადადებებით მიმართავს

83
publika.ge--

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებს დამატებით წინადადებებს სთავაზობს.

შარლ მიშელის მიერ პოლიტიკური მხარეებისთვის შეთავაზებული დოკუმენტი 5 პუნქტიანია.

როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა, ახალი წინადადებები პარტიებს უკვე გადასცეს. მისი ინფორმაციით, პარტიებმა წინადადებების გასაცნობად დამატებითი დრო ითხოვეს.

“ეს წინადადება არის ის, რომელსაც პრეზიდენტი თვლის როგორც დაბალანსებულად, ასევე რეალისტურად. ეს შეთანხმების ტექსტი გადაცემული იყო ყველა პარტიისთვის. სანამ მოხდებოდა ეს შეხვედრა, რამდენიმე პარტიამ ითხოვა დრო კონსულტაციისთვის და ჩვენ ეს ყურადღებაში მივიღეთ. ეს შეხვედრა შედარებით მოკლე იყო. ჩვენ ველოდებით, როდის დაბრუნდებან პარტიები უკან, რათა თავისი გადაწყვეტილება გვამცნონ, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი საქართველოში დასრულდეს“, – განაცხადა ჰარცელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g