LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შარლ მიშელის შეთანხმების“ ხელმომწერი პარტიები პრეზიდენტს გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავენ

30
Untitled design

„შარლ მიშელის შეთანხმების“ ხელმომწერი პარტიები და პარლამენტის წევრები პრეზიდენტს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავენ.

ნიკა გვარამიას შეწყალების ყველა კონსტიტუციური წინაპირობა არსებობს: IDFI

ამის შესახებ შეთანხმების ერთ-ერთმა ხელმომწერმა, „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და თქვა, რომ მზად არიან პირადად შეხვდნენ პრეზიდენტს და წარუდგინონ არგუმენტები, თუ რატომ არის ეს შეწყალება დღეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი:

„სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილმა გადაწყვეტილებამ, რომელმაც ძალაში დატოვა ნიკა გვარამიას პატიმრობა, ძალიან სერიოზული, დამატებითი გამოწვევა შეუქმნა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს.

მიგვაჩნია, რომ დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება შეწყალების თაობაზე ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით.

შესაბამისი გზავნილით, ჩვენ თხოვნით მივმართავთ პრეზიდენტს შეწყალების უფლების გამოყენებაზე, ოპოზიციური პარტიები და პარლამენტის წევრები, რომლებიც არიან ხელმომწერები მიშელის შეთანხმების. იმ შეთანხმების, რომელმაც საკუთარ მთავარ ამოცანად ქვეყანაში დეპოლარიზაცია განსაზღვრა და რომლის შეთანხმებაშიც მონაწილეობდა უშუალოდ ქალბატონი პრეზიდენტი.

გვსურს მას მივმართოთ ამ შეთანხმების სულისკვეთებით და ვთხოვთ, გამოიყენოს საკუთარი უფლებამოსილება. ასევე მზად ვართ, შევხვდეთ პირადად და გავაცნოთ საკუთარი არგუმენტაცია, რატომ მიგვაჩნია დღეს ეს ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვნად.

ასევე ვგეგმავ, დღეს კომუნიკაცია მქონდეს მიშელის კაბინეტთან ბრიუსელში, რომელსაც ასევე გავაცნობ კონკრეტულად არგუმენტაციას, რატომ არის დღეს მნიშვნელოვანი ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით გამოსავლის მოძებნა, მათ შორის შეწყალების გზით, იმისათვის, რომ არ შეფერხდეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და ჩვენ კიდევ ერთხელ არ მივიღოთ იმის მსგავსი ძალიან დიდი დარტყმა, როდესაც ერთხელ უკვე ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი.

ამ მიზნით, სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფები და პოლიტიკოსები ხელს მოაწერენ შესაბამის წერილს ქალბატონი პრეზიდენტის სახელზე და წერილის შინაარსს ხელმოწერებით, გაგაცნობთ, როგორც კი საბოლოოდ მზად იქნება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ვინ მიმართავს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით, იხილეთ ვრცლად:

„მოვუწოდებთ პრეზიდენტს, ნიკა გვარამია შეიწყალოს“ – მედიის ადვოკატირების კოალიცია

„ეს არის პირადი ტყვეობა.. მხოლოდ ერთი გზა არსებობს – შეწყალება“ – როგორ აფასებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გვარამიას განაჩენს

კობახიძე: გვარამია სალომე ზურაბიშვილს შეურაცხყოფას აყენებდა, ასეთ პირობებში თუ მას შეიწყალებს, ეს იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა თავად პრეზიდენტის მხრიდან

აშშ-ის საელჩო: ნიკა გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს უფრო უსაფრთხო, დემოკრატიულ, ევროპულ მომავალზე ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს

სახალხო დამცველი უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიას მიმართ დღეს გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით

პოპულალურები