ინტერნეტში გამოჩნდა თიზერი ახალი ფილმისა „ფიფქია და მონადირე 2“, რომელიც პირველი ნაწილის გაგრძელბა იქნება. ფილმში მთავარ როლებს შარლიზ ტერონი, კრის ჰემსვორტი, ჯესიკა ჩესტეინი და ემილი ბლანტი ასრულებენ.
ტერონი ფილმში ბოროტი დედოფლის როლს ასრულებს, რომელიც მოკავშირეების მთელს არმიას აგროვებს საკუთარი სარკის დასაბრუნებლად. ჩესტეინისა და ჰემსვორტის გმირს კი, ბოროტ დედოფალთან ბრძოლა უწევთ. აღსანიშნავია, რომ კრისტენ სტიუარტმა უარი თქვა ფილმის გაგრძელებაში მონაწილეობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება სიუჟეტში ფიფქია საერთოდ არ იყოს. ფილმის პრემიერა 2016 წლის აპრილშია დაგეგმილი.
