LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლიზ ტერონი როლზე ასაკი გამო დაიწუნეს

541
Charlize TheronCharlize Theron

2015 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „შეშლილი მაქსი: მძვინვარების გზა“, რომელმაც 375 მილიონი დოლარი შემოსავალი მოუტანა შემქმნელებს. ამჯერად მიმდინარეობს მზადება პრიქველის გადაღებებისთის და რეჟისორად კვლავ ჯორჯ მილერი მოიაზრება.

ცნობილი ხდება, რომ ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ქალის როლის შემსრულებლის ძიება, ფუროსას როლზე ახალგაზრდა მსახიობს ეძებენ. შარლიზ ტერიონი, რომელიც ფილმში მთავარ როლს ასრულებდა, ასაკის გამო დაიწუნეს. დასავლური მედია იმასაც წერს, რომ ფაქტით ტერონი აღშფოთებულია და გაბრაზებას არ მალავს.

„მე ამ ამბავს ვეგუები, დიდ პატივს ვცემ ჯორჯს. ის ნამდვილი პროფესიონალია და მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ. ცხადია, ფაქტი საწყენია, რადგან არანორმალურად მიყვარს ჩემი გმირი. მინდოდა ამ ისტორიის გაგრძელება, მაგრამ არ გამოდის“ – განახცადა ინტერვიუში 44 წლის შარლიზ ტერონმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g