ამერიკელი მსახიობებისთვის სავაჭრო ცენტრებსა და ბაზარში სიარული სიახლე სულაც არ არის. სხვადასხვა დროს ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, როგორ დადიან საყიდლებზე ჩვენთვის საყვარელი ვარსკვლავები. ამჯერად კი მათ რიცხვს შარლიზ ტერონი შეუერთდა, რომელიც პაპარაცებმა ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ბაზართან გადაიღეს.
მსახიობს თან შვილები, 6 წლის ჯექსონი და 3 წლის ავგუსტიც ახლდნენ. თვითმხილველები ამბობენ, რომ ოსკაროსანმა მსახიობმა ბევრი ივაჭრა, ჯერ ხილი, შემდეგ კი პური და ლიმონათები შეიძინა. ამ დღეს ტერონი შესაბამისად იყო გამოწყობილი, „ადიდასის“ შავი შარვალი მას ნაქსოვ სვიტერთან და ბოტასებთან ჰქონდა შეხამებული.