Dior-ის მოდის სახლმა ცნობილი არომატის, J’adore-ის ახალი სარეკლამო რგოლი წარმოადგინა. ახალ მინი-ფილმში Woman მთავარ როლს ლეგენდარული მოდის სახლის მუზა, 41 წლის შარლიზ ტერონი ასრულებს. ახალი სარეკლამო კლიპის რეჟისორი ჯან-ბატისტ მონდინოა, რომელიც სხვადასხვა დროს მადონასთან, დევიდ ბოუისთან, სტინგთან და ბიორკთან მუშაობდა.
45 წამიან ვიდეორგოლში შარლიზ ტერონი ზღვის სანაპიროზე, ოქროსფერ კაბაში პოზირებს. კლიპი ზაფხულშია გადაღებული და ტერონი შეუდარებელია. ამჯერად მსახიობი ახალ ფილმზე მუშაობს, რომლისთვისაც 16 კილო მოიმატა.
