პაპარაცებმა შარლიზ ტერონი შვილებთან ერთად მალიბუზე დააფიქსირეს. 42 წლის ვარსკვლავი სანაპიროზე 6 წლის ჯექსონთან და 2 წლის ავგუსტასთან ერთად იყო. აღსანიშნავია, რომ მსახიობის ვაჟიშვილს აღარ ეცვა პრინცესას კაბა და გოგოსთვის დამახასითებელი სხვა დეტალებიც არ ეკეთა.
ჯექსონ ტერონის კაბიანი ფოტოებით ინტერნეტი არაერთხელ აჭრელებულა. მომხმარებლები მსახიობს აკრიტიკებდნენ, რომ ეს უკანასკნელი ბავშვს ზედმეტად ბევრ თავისუფლებას აძლევს, თუმცა ამჯერად შარლიზის მისამართით კრიტიკა არ წამოსულა.
შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავმა ჯექსონი 2012 წელს იშვილა, სამი წლის შემდეგ კი მისი ოჯახი პატარა ფერადკანიანი გოგონათი გაიზარდა. მსახიობი ხშირად აღნიშნავს, რომ მის შვილებს ერთმანეთი ძალიან უყვართ და ის ამის გამო ძალიან ბედნიერია.

