LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლიზ ტერონის ვარდისფერი ფოტოსესია

66

შარლიზ ტერონი გამოცემა W Magazine-ის აგვისტოს ნომრის მთავარი გმირი გახდა. ვარსკვლავმა მონაწილეობა მიიღო ფოტოსესიაში და ჟურნალს ინტერვიუც მისცა. ფოტოპროექტის თემა 80-იანი წლების „ვარდისფერი გლამური“ იყო, სწორედ ასეთი ვიზუალით მონაწილეობს ის ფილმში „Atomic Blonde“, სადაც მთავარ როლს ასრულებს.

რაც შეეხება ინტერვიუს, ტერონმა აღნიშნა, რომ მისი პერსონაჟი, ლორენი, „ბონდს წააგავს“, რადგან ეს არის ქალი, რომლის წინაშეც ყოველთვის არაქალური ამოცანები დგას.

„ბავშვობაში ბალეტზე დავდიოდი. მიყვარდა დისციპლინა. ჩხუბი არასოდეს მიზიდავდა. ჩემი მუშტი ქალის სახეს მხოლოდ ერთხელ მოხვდა, ამიტომ ბევრი ვარჯიში დამჭირდა“ – განაცხადა ტერონმა. ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები