2019 წელს, ეკრანებზე გამოდის 1935 წლის საკულტო ფილმის „ფრანკენშტეინის საცოლის“ რიმეიქი. მთავარ როლზე ანჯელინა ჯოლი ან შარლიზ ტერონი მოიაზრებიან. თავიდანვე ცნობილი იყო, რომ პროდიუსერების ფავორიტი ამ როლზე ჯოლი იყო. ინსაიდერების თქმით, ანჯელინა სპეციალურად წელავდა პასუხს და ამ დროში შარლიზს უამრავ როლზე ათქმევინა უარი, რადგან იცოდა, რომ მისთვის ეს როლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სწორედ აღნიშნული ფაქტი გახდა მსახიობებს შორის კონფლიქტის მიზეზი.
გადაუმოწმებელი ინფორმაციით ცნობილი ხდება, რომ ანჯელინა როლს დასთანხმდა და ამით კიდევ ერთი ვარსკვლავის – პენელოპე კრუსის უკმაყოფილება გამოიწვია. მიზეზი კი ის გახდა, რომ კრუსს სრულებით არ ხიბლავს ის ფაქტი, რომ მის მეუღლეს, ხავიერ ბარდემს გადასაღებ მოედანზე პარტნიორობას ჯოლი გაუწევს.
„პენელოპე არასოდეს ყოფილა ანჯელინას თაყვანისმცემელი, მისი რეპუტაციის გამო. ის მას ზედმეტად თავდაჯერებულად მიიჩნევს და შიშობს, რომ გადასაღებ მოედანზე ხავიერს დაჩრდილავს“, – განაცხადა კრუსთან დაახლოებულმა წყარომ.
ოფიციალურად კი, ანჯელინას მონაწილეობა ჯერ არ დადასტურებულა. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ ფილმს ბილ კონდონი გადაიღებს.