შარლიზ ტერონის ახალი ფოტოსესია ნამდვილად დაგაფიქრებთ სილამაზის სტანდარტებზე. 40 წლის მსახიობის მიზანია, დაარწმუნოს საზოგადოება, რომ გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქალი 40 წელს ზევით ბერდება, მხოლოდ მოსაზრებაა და მეტი არაფერი. ამ სტანდარტებთან ბრძოლას ეძღვნება ტერონის ინტერვიუ ჟურნალ GQ magazine-ისთვის, რომლის ფოტოსესიის კადრები უკვე მოხვდა ინტერნეტში.
ახალ ფოტოებზე ოსკაროსანი მსახიობი შავი ფერის სამოსშია გამოწყობილი და კიდევ უფრო ლამაზია, ვიდრე კარიერის საწყის ეტაპზე.
