LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარმანაშვილი კაია კალასს: „ძვირფასო“ კაია, ხომ ხედავ, „დიფ სთეითისადმი“ ევროკავშირის ბიუროკრატიის მორჩილებამ სადამდე მიგიყვანათ – ამერიკა აღარც კი აღგიქვამთ პარტნიორად უკრაინის საკითხში, თან თქვენ რა ისეთი ფიგურა ხართ, ვინმემ რამე შეგითანხმოთ“

205
თენგიზ შარმანაშვილი და კაია კალასი

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და კალასს მიმართავს, საქართველოს სუვერენიტეტის ნგრევას თავი დაანებოს და ევროპის სუვერენიტეტს მიხედოს.

„ძვირფასო“ კაია, ხომ ხედავ ევროკავშირის ბიუროკრატიის უაზრო მორჩილებამ „დიფ სთეითისადმი“, სადამდე მიგიყვანათ. ამერიკა აღარც კი აღგიქვამთ პარტნიორად უკრაინის საკითხში. ევროკავშირის ზურგს უკან კი არ მოქმედებენ, უთქვენოდ მოქმედებენ.

„ქართული ოცნება“: „სამწუხაროდ, ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა დღეს აბსოლუტურად შეუძლებელია – მიღებული რეზოლუციის საპასუხოდ გვსურს განვაცხადოთ, რომ ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ევროკავშირს, ან ევროკავშირი გამონახავს ძალას, რომ როგორმე თავი დააღწიოს „დიფ სთეითის“ გავლენას“

„როგორც პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებთ გამარჯვებას „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე ევროპასაც ვუსურვებთ, რომ თავი დააღწიოს „დიფ სთეითის“ მავნე ზეგავლენას. ჩვენ ამ ბრძოლაში პატრიოტი ევროპელების მხარეს დავდგებით“

მტრის ვასალებს ასე ექცევიან. თან თქვენ რა ისეთი ფიგურა ხართ, ვინმემ რამე შეგითანხმოთ? ჰოდა, დაანებეთ ჩვენი სუვერენიტეტის ნგრევას თავი და ევროპის სუვერენიტეტს მიხედეთ!“ – წერს თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.

ევროპარლამენტმა „საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების შესახებ“ რეზოლუცია მიიღო

ინფორმაციისთვის, კაია კალასმა თქვა: „რუსების დაშოშმინებას არასდროს გაუმართლებია – ჩვენს ზურგს უკან მიღწეული შეთანხმება უბრალოდ არ იმუშავებს, ნებისმიერი გარიგებისთვის გვჭირდება ევროპელები და უკრაინელები“.

,,ძვირფასო" კაია, ხომ ხედავ ევროკავშირის ბიუროკრატიის უაზრო მორჩილებამ დიფსთეითისადმი სადამდე მიგიყვანათ. ამერიკა აღარც…

Posted by Tengiz Sharmanashvili on Friday 14 February 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g