LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე ბასლეინის დახაზვა დაიწყო [ფოტო]

46495831_1679334395545559_1097984814146912256_o

სააკაძის მოედანზე, შარტავასა და კოსტავას ქუჩების ახლადრეაბილიტირებულ მონაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლების დახაზვა დაიწყო. ბასლეინები გზის ორივე მხარეს მოეწყობა, რაც ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს შეუფერხებლად და კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს.

თბილისის მერიამ კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე ბასლეინების ორივე მიმართულებით დახაზვის გადაწყვეტილება საერთაშორისო გამოცდილების მქონე ფრანგული კომპანიის,  „სისტრას“ რეკომენდაციით მიიღო, რომელიც თბილისის ახალ სამარშრუტო სქემაზე მუშაობს. რაც შეეხება რეაბილიტირებულ მონაკვეთს, მასზე საგზაო მოძრაობის ახალი სქემა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა ბრიტანული კომპანიის, „მოტ მაკდონალდსის“ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა.

დასავლელი სპეციალისტების შეთავაზებით, კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე საგზაო მოძრაობის სქემების შედგენისას პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ქვეითების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას მიენიჭა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ცალკე სამოძრაო ზოლების გამოყოფამ კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე ავტომობილების პარკირების ადგილების 238-დან 170-მდე შემცირება გამოიწვია. ევროპელი ექსპერტების შეფასებით, სანაცვლოდ, თბილისის მერიას  შესაძლებლობა ექნება, შეუფერხებლად და კომფორტულად მოემსახუროს იმ 150 000 მგზავრს, რომელიც კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყოველდღიურად გადაადგილდება.

ბასლეინების დახაზვის შემდეგ, 21 ნოემბრიდან ჩვეულ მარშრუტებს უბრუნდებიან ავტობუსები N51 და N91, ასევე, მიკროავტობუსები 145 და 202. ისინი სასტუმრო „ჰოლიდეი ინნის“ მიმართულებით კვლავ კოსტავას ქუჩით იმოძრავებენ. შარტავას ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა ბასლეინების დახაზვის სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g