LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარტავაზე დაშავებული დათის მამა: „არ შეიძლება, არ გავძლიერდეთ და ეს ყველაფერი ვერ გადავიტანოთ. დარწმუნებული ვარ, რომ დათიც გაიმარჯვებს…“

15227
დათის-მამა

შარტავაზე მძიმე ავარიის შედეგად დაშავებული პატარა ბიჭუნას, დათი ქოქრაშვილს დღეს ისრაელში მორიგი ოპერაცია უკეთდება. „იმედის კვირა“ დათის და მისი მშობლების მოსანახულებლად ჩავიდა და ახლახან გადაცემის გვერდზე გამოქვეყნდა ინტერვიუ დაშვებული პატარას მამასთან, რომელიც ამბობს:

„ლოცვა-კურთხევით, მთელი საქართველოს ლოცვით და ამდენი ხალხის გვერდში დგომით, იმდენი ადამიანი გვწერს, გვეხმიანება და გვერდში გვიდგას, ქართველი ებრაელები, დიასპორა ისრაელში, დიასპორა ამერიკაში, საქართველოდან იმდენი ხალხი იწერება და ისეთი მხარდაჭერაა, რომ არ შეიძლება, არ გავძლიერდეთ და ეს ყველაფერი ვერ გადავიტანოთ. დარწმუნებული ვარ, რომ დათიც გაიმარჯვებს და სულ მალე, ძალიან მალე ვიტყვით, რომ გავიმარჯვეთ. აუცილებლად ყველაფერი იქნება მაგრად!..

„დათიკო ახლა შეჰყავთ საოპერაციოდ, ვილოცოთ, რომ ოპერაციამ მშვიდობით ჩაიაროს…“

„გუშინ გაიღვიძა, მშობლები ნახა, ვერ კონტაქტობს, მაგრამ ემოციებს გამოხატავს“ – შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებულ ბავშვს ისრაელში გადაიყვანენ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g