LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შატილის გზაზე ავარიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა

580
maxresdefault

შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 17 ადამიანი. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი. 

სამოგზაუროდ მიდიხარ და კვდები... ნუ გარისკავთ ისე წასვლას, რომ არ იკითხოთ რა ტრანსპორტია!

ტრაგედიამ ყველა შეაშფოთა, სფეროს წარმომადგენლები კი პრობლემებზე აალაპარაკა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი – თემურ მღებრიშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ და მიმდინარე სამაშველო სამუშაოებს პირადად უწევენ კოორდინირებას.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, გარდაცვლილია 17 და მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე. დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე ამოიყვანეს, რის შემდეგაც  სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

“რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო და ძებნითი სამუშაოები ამ დრომდე, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, უწყევტ რეჟიმში გრძელდება.

ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამაშველო ტექნიკა. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც“, – აცხადებენ შსს-ში. 

შატილის გზაზე 80 მეტრის სიმაღლიდან ავტობუსი გადავარდა: დაღუპულია 12 კაცი, დანარჩენებს კი ეძებენ

გრძელდება ტრანსპორტში მყოფი სხვა პირების ძებნისა და ამოყვანის სამუშაოები.

ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g