LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე “თრეველ ჯის” დირექტორი და მიკროავტობუსი მესაკუთრე დააკავეს

130
შატილი

სამართალდამცველებმა შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე შპს „თრეველ ჯის“ დირექტორი და ამავე კომპანიის მიერ დაქირავებული სამგზავრო მიკროავტობუსის მესაკუთრე დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათ ბრალი ედებათ ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებაში, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2020 წლის 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბისოს მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი, 3 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები