შატილთან ახლოს ჰესის მშენებლობა განიხილება. ამ მიზნით 3 089 000 ლარიანი ტენდერია გამოცხადებული.
პროექტი გულისხმობს 200 კვ. დადგმული სიმძლავრის მქონე მოდინებაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურის – „ბიტეხი 1“ მშენებლობას მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ შატილთან. აღსანიშნავია, რომ სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოხმარება დაგეგმილია მხოლოდ ლოკალურად.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია წერია, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ სამუშაოს შესრულების ვადა არაუგვიანეს 2020 წლის სექტემბერია.
ტენდერში მონაწილეების მსურველების წინადადებების მიღება 14 ივნისს დაიწყება და 19 ივნისს დასრულდება.