”შატო მერე” (Chateau Mere) მომხმარებელს სპეციალურ პაკეტს სთავაზობს. როგორც სასტუმროს დირექტორმა გიორგი პირადაშვილმა ”ფორტუნა პლუსს” განუცხადა, მომხმარებელს შეუძლია ფასდაკლების ერთ-ერთ ვებ-გვერდზე შეიძინოს კუპონი 7 ლარად, რომლის ფარგლებშიც კვირის დღეებში შაბათის გარდა 220 ლარის ნაცვლად გადაიხდის 154 ლარს. პაკეტში შედის ერთი დღე ნომრის ფასი და დილის საუზმე.
”სასტუმროს ტერიტორიაზეა ასევე ღია აუზი, დიდი საკონფერენციო დარბაზი, მარანი, ღვინის სადეგუსტაციო განყოფილება, ბარი, ღია ჯაკუზი და საჯინიბო რამდენიმე არაბული ცხენით. შატოს კომპლექსი სასტუმროსთან ერთად ღვინის კომპანიასა და რესტორანსაც მოიცავს”, – აღნიშნა პირადაშვილმა.
“შატო მერე” თბილისიდან დაახლოებით ერთი საათის (90 კმ) სავალ მანძილზეა. ”უნიკალური ლანდშაფტი, სუფთა ჰაერი, კახური სამზარეულო, ექსკლუზიური ღვინოები, საუკეთესო მომსახურება და ფასები ყველა პირობას ქმნის სასიამოვნო დასვენებისთვის. ოჯახთან, მეგობრებთან ან საქმიან პარტნიორებთან ერთად”, – განაცხადა სასტუმროს დირექტორმა.