LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შატო მერე“ საახალწლოდ დამსვენებლებს ეპატიჟება

191

სასტუმრო-რესტორანი „შატო მერე“ დამსვენებლებს სასიამოვნო საახალწლო გარემოს სთავაზობს.

„ფორტუნა პლუსთან“ საუბრისას, „შატო მერეს“ მენეჯერის თქმით, ეს არის  საუკეთესო ადგილი მათთვის, ვისაც არ უნდა სახლში შეხვდეს ახალ წელს, მაგრამ თავი იგრძნოს როგორც საკუთარ სახლში მეგობრების, საყვარელი ადამიანების სასიამოვნო გარემოცვაში. ზოგმა შატო მერეში ახალი წლის შეხვედრა ტრადიციად გაიხადა.

როგორც ცნობილია, წელს სტუმრებს ანსამბლი „ალილო“ უმღერებს. „შატო მერეს“ პიანისტი ბატონი ჯუბო ტრადიციულად გააცოცხლებს იქაურობას მუსიკით.

შატო მერე თბილისიდან დაახლოებით ერთი საათის სავალ მანძილზეა.  კახური სამზარეულო, ექსკლუზიური ღვინოები, საუკეთესო მომსახურება და ფასები ყველა პირობას ქმნის სასიამოვნო დასვენებისთვის.

მენეჯერის თქმით, ოჯახთან, მეგობრებთან ან საქმიან პარტნიორებთან ერთად შატო მერეში გატარებული ერთი დღეც კი დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები