„თიბისი ბანკის“ ირგვლივ შექმნის ვითარებას სოციალურ ქსელში „ანაკლია სითის“ ფინანსური დირექტორი ეხმაურება.
გიორგი ჩუგოშვილი წერს:
შავ-ბნელ 90-იანებში იღებ 500 დოლარს…
ქმნი ბანკს…
კოტრდება ასობით ბანკი…
შენი ბანკი რჩება…
ვიღაცები კუპონებით მდიდრდებიან…
შენი ბანკი ვითარდება…
მხედრიონისგან და ათასი უბედურებისგან იცავ დეპოზიტარების ფულს…
ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტს იპარტნიორებ…
იზრდები…
იზრდები…
ომს უძლებ…
ფინანსურ კირზისს უძლებ…
წელში სწორდები…
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ლისტავ…
პრემიუმ ლისტინგში გადაგყავს…
კომპანიის ღირებულება აღწევს 1,000,000,000 ფუნტს…
ერთ მილიარდ ფუნტს…
როდესაც მთლიანი შიდა პროდუქტი მხოლოდ 15 მილიარდი დოლარია…
ერთ მშვენიერ დღეს მოდის “ფინანსური სტაბილურობის გარანტი” და შენგან იცავს შენივე ბანკს…
რაღაც ათი წლის წინ განხორციელებული ტრანზაციის გამო…
ათი წლის წინ…
საქართველოში…
უფრო ახლოს არაფერია…
მანდაც თუ არის რამე…
არავის არ აქვს პრეტენზია…
ყველა ბედნიერია შენი მართვით…
და “გარანტი” ითხოვს შენს ჩამოშორებას შენი შვილივით მოვლილი ბანკისგან…
ვტფ!!!
ამ დროს ეს “გარანტი” და სავალდებულო საპენსიო სააგენტო ერთი თვეა ვერ მორიგდნენ 41 მილიონის დეპოზიტზე გადატანაზე…- წერს ჩუგოშვილი.
ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა მოითხოვა. ოფიციალურად ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის დარღვევა დასახელდა.
ლაპარაკია პროკურატურის მიერ 10 წლის დაგვიანებით დაწყებულ გამოძიებაზე. საგამოძიებო უწყება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს.
„თიბისი ბანკი“ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავს