LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავ ზღვაში გაზის საბადო გაიხსნება – „ეს ისტორიული მოვლენაა”

207
fd0ee944089f61207317e0d9ae91d23

თურქეთმა შავი ზღვის ფსკერზე ახალი გაზსადენის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. ცერემონიას ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი დაესწრო.

„ძალიან მოხარულები ვართ, რომ მივაღწიეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან სტადიას შავ ზღვაში გაზის მოპოვებასთან დაკავშირებით. 2023 წლის პირველ კვარტალში ჩვენი ეროვნული გაზის ტრანსპორტირების სისტემაში 10 მილიონი კუბური მეტრის ოდენობის ბუნებრივი გაზი გაეშვება. იმედი გვაქვს, რომ საქარიას გაზის საბადო მოპოვების პიკს 2026 წელს მიაღწევს“, – განაცხადა ერდოღანმა. მისი თქმით, გაზის საბადოს გახსნა შავ ზღვაში ისტორიული მოვლენაა, რომელიც მთლიანად შიდა რესურსებით ხორციელდება.

შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის საბადოს აღმოჩენის შესახებ განცხადება 2020 წლის 21 აგვისტოს გააკეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები