შავი ლენტი წმინდა გიორგის ძეგლზე – სამოქალაქო მოძრაობა “გაბედეს” წევრებმა შავი ლენტი წითელ საღებავში ამოსვრილი ხელებით შეღებეს.
აქტივისტების ამბობენ, რომ ამიერიდან თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქი კი არა, გლოვით სავსე ქალაქია.
პერფორმანსი 15 წლის მოზარდს – ლუკა სირაძეს ეძღვნება, რომელიც გუშინ იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
გიორგი კეკელიძე: „ამ ბავშვს ყველამ ერთად ვკარით ხელი იმ ფანჯარასთან და ყველა მკვლელები ვართ...“
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას ეხმაურება
ის სკოლის კედელზე გაკეთებული წარწერის გამო, პოლიციაში გამოკითვაზე იყო დაბარებული, რის შემდეგაც მან თვითმმკვლელობა სცადა. მიზეზი, სავარაუდოდ, მოზარდზე პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლაა.
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი, ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით დააკავა.