„შავი პანტერა“ MTV Movie Awards-ის ვერსიით საუკეთესო ფილმად დასახელდა. აღნიშნულ ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყო „საოცრება-ქალი“, „შურისმაძიებლები 3: უსასრულობის ომი“, „იგი“ და ა.შ.
„ეს ფილმი მარტო ფერადი ადამიანებისთვის არ არის – ის უნივერსალურია და ყველასთვის არის.ეს სწორედ ის არის, რისი მიტანაც მსურს საზოგადოებამდე“, – განაცხადა მაიკლ ბ. ჯორდანმა პრემიის ცერემონიაზე.
საუკეთესო სერიალად „უცნაური ამბები“ დასახელდა, რომელმაც უკან თვით „სამეფო კარის თამაშები“, „13 მიზეზი“ და „რივერდეილი“ მოიტოვა.