LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შავი პანტერა” “ტიტანიკის” რეკორდს უახლოვდება

187

ფილმი „შავი პანტერა“ რეიტინგის სათავისკენ სვლას განაგრძობს. საშინაო კინოგაქირავებაში Marvel-ის ცნობილმა პროექტმა 652 მილიონი დოლარი უკვე გამოიმუშავა.

ამ მაჩვენებლით კი მან უკან ისეთი ჰიტი მოიტოვა, როგორიც „იურული პერიოდის სამყაროა“.  რაც შეეხება მსოფლიო მასშტაბით მაჩვენებლებს, „შავი პანტერას“ მოგება 1,277 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა და მან „გაყინულს“ გაუსწრო.

აღსანიშნავია, რომ ფილმს ყველანაირი შანსი აქვს, ამერიკული კინოგაქირავების სამ ყველაზე შემოსავლიან კინოპროექტს შორის მოხვდეს და „ტიტანიკს“ გაუსწროს, რომელმაც თავის დროზე 659 მილიონი გამოიმუშავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები