კომპანია Lange Rover–მა Range Rover–ის სპეციალურ ვერსიაზე შეკვეთების მიღება დაიწყო. მთლიანობაში 500 ასეთ კროსოვერს შექმნიან და სტანდარტული Velar–ისგან სიახლე ფერის გარდა დეკორითაც განსხვავდება.
ყველგანმავალის სპეც–ვერსია დიდ ბრიტანეთში ყველაზე პოპულარულ კომპლექტაცია D180 R-Dynamic–ზეა დაფუძნებული. გარდა შავი ვიზუალისა, მოდელმა სალონიც მუქ ტონებში მიიღო.
Range Rover Velar R-Dynamic Black–ის კაპოტის ქვეშ ორი ლიტრის მოცულობის დიზელის ძრავია განთავსებული და მას 180 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. აგრეგატი რვა–დიაპაზონიან „ავტომატურ“ გადაცემათა კოლოფთან ერთად იმუშავებს. ასეთი მოდიფიკაცია 0–დან პირველ „ასეულს“ 8,9 წამში განავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 209 კმ/სთ იქნება.
და ბოლოს, „შავი“ კროსოვერის ფასი 56 995 ფუნტი სტერლინგია.