„ისთერნ ფრომოუშენსის“ გადაწყვეტილებით, წელს ბათუმში შავი ზღვის აჯზეფსტივალი აღარ გაიმართება. მიზეზი კორონავირუსთან მიმართებაში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
გთავაზობთ ორგანიზატორების განცხადებას:
„გაცნობებთ, რომ „ისთერნ პრომოუშენსის“ გუნდის გადაწყვეტილებით, წელს შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი არ გაიმართება.
იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალ წელს, მასობრივი ვაქცინაციისა და ყველა რეკომენდებული წესის დაცვით, ჩვენ შევძლებთ დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს და შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, ტრადიციულად შემოგთავაზოთ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსების დაუვიწყარი კონცერტები.
გისურვებთ ჯანმრთელობას;
“ისთერნ პრომოუშენსის” გუნდი“.