შავი ზღვის სანაპიროზე 5 ბალიანი შტორმი ფიქსირდება. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, სანაპირო ზოლზე სამაშველო სამსახურის საგუშაგოებთან წითელი ალმებია აღმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში ბანაობა აკრძალულია.
მათივე ინფორმაციით, დღის მეორე ნახევარში, შესაძლოა, საშტორმო მდგომარეობა მოიხსნას. ამ დროისათვის აჭარაში წვიმს.
 
				 
															
 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 