„შავმა პანტერამ“ საშინაო კინოგაქირავებაში თვით „ტიტანიკს“ გაუსწრო. თუკი ჯეიმს კემერონის კინოჰიტმა სამშობლოში 659 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ამ დროისთვის Marvel-ის ნამუშევრის შედეგი უკვე 661 მილიონს შეადგენს.
ამ გზით კი, რაიან კუგლერის ფილმმა ყველა დროის ყველაზე მომგებიან ჩრდილოამერიკულ პროექტებს შორის მესამე ადგილი დაიკავა. მეორე ადგილს კი კვლავ „ავატარი” იკავებს 760 მილიონი დოლარით.