LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შე ქინძო, ფოთოლო“ – „თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ“ – ილია თოფურია და არმან ცაკურიანი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

152
Capture

29 ივნისს ქართველი მებრძოლი ილია თოფურია UFC-ის ოქტაგონში ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება, თუმცა მთავარი დაპირისპირების ფონზე ინტერესი არმან ცარუკიანმაც მიიქცია. ცარუკიანი ბრძოლის ოფიციალური დამზღვევია და თუ რომელიმე მებრძოლი ბრძოლაში ვერ მიიღებს მონაწილეობას, ის ჩაანაცვლებს.

ჟურნალისტებთან თოფურიამ ცარუკიანის შანსებზე მკაცრი კომენტარი გააკეთა:
„არმანს ჩემთან შანსი არ აქვს, პირველი რაუნდი, პირველი წუთები… ის ჩემთვის ყველაზე მარტივი მეტოქე იქნება.“

არმან ცარუკიანმა არ დააყოვნა და უპასუხა:
„ილოცე, რომ ოლივეირას არაფერი მოუვიდეს, რადგან შენთვის ყველაზე რთული მოწინააღმდეგე სწორედ მე ვარ.“

სიტყვიერი დაპირისპირება სოციალურ ქსელ X-ზე გაგრძელდა, სადაც თოფურიამ ცარუკიანს მიმართა: „შე ქინძო, ფოთოლო“, რაზეც არმანმა ასევე მწვავედ უპასუხა:
„თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g