LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეამცირე ხმაური, გაუფრთხილდი სმენას!“ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სმენის მსოფლიო დღეს  კვირეულით უერთდება

107
481783352_992176905596272_6482556246016924932_n

„სმენის მსოფლიო დღე“ გლობალური კამპანიაა, რომელიც სმენის დაცვასა და სმენის დაქვეითების პრევენციას ეძღვნება. კამპანიას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საინფორმაციო კვირეულით უერთდება, რომლის სლოგანიცაა: „შეამცირე ხმაური, გაუფრთხილდი სმენას!“ მიზანი კი სმენის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და სმენის პრობლემების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.

კვირეულის ფარგლებში, სამედიცინო უნივერსიტეტი საზოგადოებას სთავაზობს საგანმანათლებლო  და განმარტებითი შინაარსის ვიდეო/აუდიო მასალას, რომელიც მთელი კვირის განმალობაში (3-7 მარტი) ეტაპობრივად განთავსდება თსსუ-ის ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე.

ვიდეო რგოლები და საინფორმაციო მასალა პასუხს სცემს ყველაზე აქტუალურ კითხვებს:

🔹 რა იწვევს სმენის დაქვეითებას?
🔹 როგორ ამოვიცნოთ სმენის პრობლემები?
🔹 როდის მივმართოთ ექიმს?
🔹 როგორ დავიცვათ ყურის ჰიგიენა?
🔹 როგორია ხმაურის გავლენა სმენაზე?

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, დღეს მთელ მსოფლიოში 1.5 მილიარდ ადამიანს აქვს სმენასთან დაკავშირებული პრობლემები. აქედან,  60%-ის თავიდან აიცილება შესაძლებელია დროული დიაგნოსტიკით და მკურნალობით.

ხმაურის მაღალი დონე ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რაც ახალგაზრდებში სმენის პრობლემების განვითარებას უწყობს ხელს.

„შეამცირე ხმაური, გაუფრთხილდი სმენას!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g