თუ კარტოფილი თქვენი საყვარელი პროდუქტია, მაღალი არტერიული წნევის რისკი დიდი გაქვთ და ამიტომ, მენიუდან უნდა ამოიღოთ, ან ულუფები მაქსიმალურად შეამციროთ.
მკვლევარების განცხადებით, კვირაში ოთხი ან მეტი ულუფა მოხარშული, ან შემწვარი კარტოფილის მირთმევის შემთხვევაში 11 პროცენტია შანსი, რომ არტერიულმა წნევამ აიწიოს.
British Medical Journal-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამონაკლისია მხოლოდ ხრაშუნა კარტოფილი.
მედიკოსები მიიჩნევენ, რომ ყველაფერში დამნაშავე კარტოფილის მაღალი გლიკემიური ინდექსია. ასეთი საკვები სისხლში შაქრის დონის მატებას უწყობს ხელს. თუ თქვენ კვირაში 5 ულუფას, ან მეტს მიირთმევთ, მაღალი არტერიული წნევის შანსი 50%-ით გაიზრდება.