LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეარჩიე „მოდუსთან“ ერთად სრულყოფილი პროდუქცია

491
მოდუსი

უნიტაზის სწორად შერჩევა იმაზე ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მხოლოდ კომფორტული და გამძლე უნიტაზი ერწყმის კარგად ტუალეტის დიზაინს.

ბაზარზე ჩარეცხვის სხვადასხვა მექანიზმის, მასალის, დიზაინის, ფერის და სხვა მახასიათებლების მიხედვით განსხვავებულ უნიტაზებს შეხვდებით. ეს სტატია თქვენი საჭიროებების იდენტიფიცირებასა და საუკეთესო ვარიანტის შერჩევაში დაგეხმარებათ.

უნიტაზის ტიპები

ყველა ტიპის უნიტაზს თავისი უპირატესობები აქვს:

  • დასადგამი უნიტაზი ავზით: ეს გახლავთ ტრადიციული ტიპის უნიტაზი და მას ყველაზე ხშირად შეხვდებით. როგორც წესი, ასეთი ტიპის უნიტაზები, სხვებთან შედარებით, ბიუჯეტურია, ადვილია მისი გადაზიდვა და დაზიანების შემთხვევაში შეკეთება.
  • დასაკიდი უნიტაზი: დასაკიდი უნიტაზი შედარებით თანამედროვე და  მინიმალისტური დიზაინის მქონეა. მისი ავზი და მექანიზმი ჩაშენებულია კედელში, გარედან კი, ამავე მექანიზმის კარკასზე, უნიტაზი ჭანჭიკების მეშვეობით იკიდება.
  • კუთხის უნიტაზი: ეს დიზაინი შექმნილია ისეთი ტუალეტებისთვის, სადაც ყოველი სანტიმეტრი მნიშვნელოვანია და უნიტაზის კუთხეში დამონტაჟება გვიწევს ადგილის სიმცირის გამო.

ჩარეცხვის ტიპები და მექანიზმები

ჩარეცხვის მექანიზმისა და ტიპის გათვალისწინება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია უნიტაზის შერჩევისას. ჩარეცხვის შესასრულებლად 3 ძირითადი კომპონენტი მუშაობს, ესენია: ღილაკი, ავზი და ჩარეცხვის ტიპი.

ამ მოქმედების შესასრულებლად ჩვენ ვაჭერთ ღილაკს, შემდეგ ავზიდან უნიტაზისკენ მიემართება წყალი და ბოლოს უნიტაზში ხდება წყლის სხვადასხვა ტიპით გამოდინება – იგივე ჩარეცხვა.

ღილაკები

თანამედროვე ღილაკების უმრავლესობა შედგება ორი ნაწილისგან, ერთზე დაჭერით ხდება ეკონომიური ჩარეცხვა, ანუ იცლება ავზის მხოლოდ გარკვეული ნაწილი, მეორე ღილაკზე დაჭერით კი ხდება სრული ჩარეცხვა, ამ დროს იცლება ავზის წყლის მთლიანი მარაგი.

არსებობს სენსორული ჩარეცხვის უნიტაზებიც – ჩარეცხვა კონკრეტულ ადგილზე ხელის შეხებით ხდება.

ავზები

არსებობს ავზის მუშაობის ორი მეთოდი – გრავიტაციული და პნევმატიკური.

  • გრავიტაციული ჩარეცხვა: ეს არის ტრადიციული და ძალიან მარტივი მექანიზმი. ავზში დაგროვილი წყალი ჩარეცხვისას გრავიტაციის ძალით მიედინება უნიტაზისკენ.
  • პნევმატიკური ჩარეცხვა: ღილაკზე დაჭერისას ავზში იქმნება მაღალი წნევა, რაც წყალს უნიტაზისკენ შედარებით დიდი სისწრაფით გამოტყორცნის და ჩარეცხვა უფრო ეფექტურად ხდება.

ჩარეცხვის ტიპები

  • წრიული: ეს ჩარეცხვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია – უნიტაზის ყელის უკანა მხრიდან წყალი გამოდის ჭავლით, შემოევლება მთლიან ყელს და ჩარეცხავს უნიტაზს.
  • წერტილოვანი: წერტილოვანი ჩარეცხვის მეთოდი წააგავს წრიულს, მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ უნიტაზის ყელი დახურულია და როდესაც მას წყალი შემოევლება, რამდენიმე სანტიმეტრიანი დაშორებებით განლაგებული ნახვრეტებიდან გამოდის წყალი.
  • ანტიბაქტერიული: კლასიკური უნიტაზის შიდა ყელი არის გადმოკეცილი, ხშირად შიგნიდან ბაქტერიების ბუდედ იქცევა ხოლმე, გასაწმენდად კი ძალიან მოუხერხებელია. ანტიბაქტერიული ჩარეცხვის სისტემის მქონე უნიტაზების ყელი კი არ არის ჩაკეცილი, ყველა დეტალი ხილული და ადვილად ხელმისაწვდომია გასაწმენდად.
  • ტორნადო: ჩარეცხვის ეს ტიპი შედარებით ახალი ტექნოლოგიაა. უნიტაზის ყელში მოსახვედრად წყალი ნიჟარის კედელში გადის და წინა შიდა მხარეს არსებული ნახვრეტიდან გამოდის. ნახვრეტი მახვილი კუთხით არის გვერდით გადაწვენილი და გამოსული წყლის ჭავლი ნიჟარის კედელზე მისრიალებს. ასე კედელზე გასრიალებული წყალი რამდენიმე ძაბრისებურ ბრუნს აკეთებს ნიჟარის შიდა კედლებზე და შემდეგ ჩაედინება გამავალი მილისკენ.

უნიტაზის სწორად შერჩევა კომფორტული სახლის მოწყობისკენ გადადგმული ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია. „მოდუსში“ დაგეხმარებით შეარჩიოთ თქვენს მოთხოვნებზე მორგებული პროდუქცია, რაც საჭიროა იმისათვის, რომ აშენოთ მომავალი დღეს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g