ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ყველა სადღესასწაულო მენიუზე ვიწყებთ ფიქრს. მოდით, წელს ტრადიცია დავარღვიოთ და საყვარელ გოზინაყთან ერთად სტუმრებს მათი ზოდიაქოს შესაბამისი ნუგბარით გავუმასპინძლდებით.
ვერძი

ვერძს არ უყვარს ზედმეტად მსუყე დესერტები და უპირატესობას ნეიტრალურ პროდუქტს ანიჭებს. იდეალური სადღესასწაულო სასუსნავი მისთვის ახალი ხილი და კენკრა (ქლიავი, ალუბალი, ჟოლო, ყურძენი) ან დესერტია თაფლისა და მსუბუქი იოგურტის შემადგენლობით. ამასთან ერთად ვერძი ყოველთვის თამამი გადაწყვეტილების მომხრეა და საკუთარ თავზე იღებს ლიდერის ფუნქციებს მათ შორის გასტრონომიის საკითხებშიც, ამიტომ ციტრუსები და პიკანტური სუნელები მათი რეცეპტების საკმაოდ ხშირი სტუმარია.
კურო

ზოდიაქოს ნიშანი კურო ცნობილი გურმანია და რეცეპტებსაც ყოველთვის მდიდარი გემოთი და რთული ტექსტურით ირჩევს. კრემ-ბრულე, მრავალფენიანი ტორტები, მუსები და ეგზოტიკური ხილი მათი საყვარელი ინგრედიენტებია. გარდა ამისა, ძალიან აფასებენ ოჯახურ ტრადიციებს, ამიტომ არასდროს ამბობენ უარს ძველი რეცეპტით მომზადებულ ღვეზელზე და ტრადიციულ ნუგბარზე. თუმცა, მიუხედავად გურმანული გატაცებებისა, მათი სისუსტე მაინც შოკოლადია, რომელზეც არასდროს იტყვიან უარს.
ტყუპები

ტყუპებს ძალიან უყვართ სტუმრების მიღება, ამიტომ დესერტი მათი ტრაპეზის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რაც ხშირად პიკანტური ჭორების მიზეზიც ხდება. ისინი გატაცებული არიან ექსპერიმენტებით ტექსტურასა და გემოსთან, მათი ”გაორებული” ბუნება კი, გემოვნებაშიც ვლინდება, რადგან ძალიან მოსწონთ დესერტები ”ორმაგი” გემოთი, მაგალითად არაქისის კარაქი და შოკოლადი, ვანილი და თხილი, ატამი და მანგო.
კირჩხიბი

ნუგბარის მოყვარული კირჩხიბისთვის დესერტი მშვენიერი მიზეზია გამოავლინოს საკუთარი სიყვარული. იყავით ყურადღებით, რადგან პერფექციონისტი კირჩხიბი მხოლოდ ახალი და ნატურალურ პროდუქტებს მიირთმევს. მისი მეორე ”ტკბილი თავისებურება” – მსუყე და ნოყიერი ნუგბარია, ფავორიტებს შორის კი, ლიმონის ან ვაშლის ღვეზელი, შოკოლადის კრუასანი და ტარტალეტები მოხარშული კრემით, კლასიკური ჩიზქეიქი და მარწყვის სიროფია.
ლომი

ლომის შინაგანი სექსუალურობა მათ გურმანულ გატაცებებშიც ვლინდება. მას ძალიან უყვარს დესერტები ”ქვეტექსტით” – ათქვეფილი ნაღები და ნაყინი, დარიჩინი და ჯანჯაფილი. პრიორიტეტების სიას კი – ოჯახური კერძები – შვრიის ორცხობილა და ცხელი შოკოლადი ასრულებენ.
ქალწული

ქალწული აბსოლუტურად კარგავს თავს, როცა საქმე დესერტს ეხება! მას შეუძლია გამოტოვოს სადილი, მაგრამ არასდროს იტყვის უარს დესერტზე. ძალიან უყვარს ჩიზქეიქი, ცხელი ბრაუნი, ნაყინის ტორტი და ყველანაირი ექსკლუზიური არომატი. შოკოლადის ყველაზე ერთგული ზოდიაქოს ნიშანი კი, მზადაა მიირთვას ის უზარმაზარი რაოდენობით და ნებისმიერ კულინარიულ გამოვლინებაში – ჰაეროვანი მუსით დაწყებული ჩვეულებრივი კამფეტებით დასრულებული.
სასწორი

სასწორს მაქსიმალურად მარტივი და ”ნაკლებად პრეტენზიული” დესერტები, მათ შორის სახლში გამომცხვარი ღვეზელი და ბრინჯის პუდინგი მოსწონს. თუ გსურთ პრობლემები დაავიწყოთ ქალწულს შესთავაზეთ მას მაკარონი, რადგან ფრანგული ნუგბარი მათთვის მთავარი ანტიდეპრესანტია. პრიორიტეტულ საცუცნავს შორისაა ნუში და მარწყვი, შავი შოკოლადი, ლიმონი და ფორთოხალი. თვითონ სასწორი ძალიან იშვიათად აცხობს და თუ მაინც შეეჭიდა ამ სარისკო საქმეს, ყოველთვის დიდ სიფრთხილეს იჩენს.
მორიელი

პუდინგი, ფლანი, ქაფი ან მუსი – მორიელი აქცენტს არა იმდენად გემოს რეცეპტორებზე აკეთებს, რამდენადაც რბილ და ნაზ ტექსტურაზე, რაც მის გასტრონომიულ ვნებებს ყველაზე მაცდუნებელ არომატებზე მეტად აგაგზნებს. მორიელსთვის აუცილებელია, რომ ნუგბარში ცოტა ალკოჰოლი მაინც იყოს, ამიტომ თუ მისი გახარება გინდათ, გაუმასპინძლდით შამპანურის ან ალუბლის ლიქიორიანი შოკოლადით. თუმცა, მორიელის ყველაზე საკრალური სიამოვნება მაინც ტრუფელია, რომელიც მომენტალურად დნება.
მშვილდოსანი

თავგადაკლულ მოგზაურ მშვილდოსანს ძალიან უყვარს მულტიკულტურული დესერტები და პლანეტის ნებისმიერ კუთხეში, ყველაზე კოლორიტულ ადგილობრივ დესერტს – ტირამისუს და ლავანდას მაკარონს, კატალონურ კრემს და ესპანურ ტურონს, ინგლისურ პუდინგს და ავსტრიულ შტრუდელს აგემოვნებს, განსაკუთრულ სიყვარულს კი, მაინც აღმოსავლური ტკბილეულის მიმართ ამჟღავნებს.
თხის რქა

გზა თხის რქის გულამდე ეკლერზე გადის და ამ ფრანგული დესერტით ყველაფერია ნათქვამი! გარდა ამისა, თქხის რქის მოხიბვლა მისი საყვარელი ჟოლოთი, მარწყვით და მოცხარით მომზადებული კერძებითაც შეიძლება.
მერწყული

მერწყულის მთავარი სისუსტე გემრიელი სიურპრიზია. ის უარს ამბობს მომჟავო გემოზე და უპირატესობას რბილ ტექსტურას ანიჭებს. ზოდიაქოს ნიშნებს შორის, მერწყული თხილის და ნუშის ყველაზე დიდი მოყვარულია, როგორც ჰაერის წარმომადგენელი კი, სიამოვნებით მიირთმევს მუსს და ათქვეფილ რძის კოქტეილს.
თევზები

თევზები შთაგონებას წყალში ეძებენ, ამიტომ დესერტებშიც ეკზოტიკურ არჩევანს აკეთებენ. ძალიან უყვართ კერძები ქოქოსით და მანგოთი, ბანანით და ანანასით. ამავე დროს თევზები ყველაზე უპრეტენზიო ზოდიაქოს ნიშანია, ამიტომ სიამოვნების მიღება ყველაზე ელემენტარული დესერტისგანაც შეუძლიათ, ასე რომ თამამად შესთავაზოთ მათ ვანილის მაფინი ან თუნდაც შოკოლადის ასორტი.
