LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეცდომები, რომლებსაც ადამიანები მარხვის დროს უშვებენ

330

25 ნოემბერს რადიო „ფორტუნა“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემა „პულსი“ თერაპევტ-დიეტოლოგს, ქალბატონ ასმათ კევლიშვილს მასპინძლობდა, რომელმაც მარხვის პერიოდში კვების მთავარ პრინციპებზე ისაუბრა.

– ქალბატონო ასმათ, მარხვა გარკვეულ კვებით შეზღუდვებთანაა დაკავშირებული. რას ურჩევთ მათ, ვინც ერთდროულად მარხულობს და საკუთარ ჯანმრთელობაზეც ზრუნავს, როგორ უნდა დაიცვან მათ ჯანსაღი კვების მთავარი პრინციპები?

– პირველ რიგში იმ ტიპიურ შეცდომებზე მინდა ვისაუბრო, რომელსაც ადამიანები მარხვის დროს უშვებენ. რა თქმა უნდა, მარხვის დროს უარი უნდა ვთქვათ ცხოველური წარმოშობის ცილებისა და ცხიმების მიღებაზე, რაც ერთი შეხედვით ძალიან მარტივია, რადგან დღეს ძალიან მოდურია სამარხვო პროდუქტი, რომლებიც ცხოველური ცხიმების ნაცვლად თითქოსდა ბუნებრივ ცხიმებს შეიცავენ. სინამდვილეში, ეს პროდუქტი ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს ტრანსცხიმებს, რაც მეტად საშიშია ადამიანის ორგანიზმისთვის. გამონაკლის შემთხვევაში ამგვარი პროდუქტის მიღება შეიძლება, თუმცა მისი სისტემატიურად მოხმარება მეტად საზიანოა. გარდა ამისა, მარხვის დროს ადამიანები ხშირად მიმართავენ ისეთ საკვებს, რომელიც ჭარბი რაოდენობით შეიცავს სახამებელს, მათ შორისაა სწრაფი კვების ნაწარმი – ცომეული ანუ თერმოფილური საფუარით  დამზადებული პროდუქტი. არადა, თერმოფილური საფუარი ერთ-ერთი ყველაზე მავნებელი პროდუქტი, რადგან სწორედ ის იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უმძიმესს დაავადებებს.

– მარხვის პერიოდში ძალიან ბევრი უჩივის წონის მომატებას, არადა, თითქოს პირიქით უნდა იყოს. რატომ ხდება ასე?

– თუ ადამიანი სწორად მარხულობს, მაშინ ის აუცილებლად დაიკლებს წონაში. გარდა ამისა, მავნებელ პროდუქტზე უარის თქმით, ჩვენ იმ ენერგიას ვანთავისუფლებთ, რომელიც ორგანიზმის აღდგენაზე ზრუნავს. აუცილებლად მინდა ავღნიშნო, რომ მარხვის პერიოდში ბევრი ყურადღებას არ აქცევს კვებას და ძირითად აქცენტს სულიერ ასპექტებზე აკეთებს, რაც ძალიან დიდი შეცდომაა, რადგან მარხვისას სწორედ ჯანსაღი კვება აგებს პასუხს ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობაზე.

– რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება ზამთარში?

– ჯანსაღი კვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სწორედ ზამთარშია. რადგან ამ პერიოდში ჩვენი ორგანიზმი მიძინებული და ნაკლებად აქტიურია, შენელებულია ბიოლოგიური რიტმიც, რაც აბსოლუტურად ბუნებრივი მოვლენაა, ორგანიზმს კი, არ აქვს უნარი მართოს ბიოქიმიური პროცესები. ძალიან მნიშვნელოვანია, არა მარტო სწორად ვიკვებოთ, არამედ გავითვალისწინოთ მიღებული პროდუქტის ტემპერატურაც. საკვები აუცილებლად თბილი უნდა იყოს, რათა არ დავარღვიოთ ორგანიზმის თერმული მდგომარეობა. ცივი საკვების ან მისი არარეგულარული მიღებისას კუჭ-ნაწლავი ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავს მის მონელებაზე, რაც მისი გადაციების კიდევ ერთი მიზეზია.

– როგორ უნდა ჩავანაცვლოთ ცხოველური ცხიმები?

– ცხოველური ცხიმები თავისუფლად შეგვიძლია ჩავანაცვლოთ მცენარეული ზეთით. ძალიან დიდი განსხვავებაა მცენარეულ ცხიმსა და ზეთს შორის, რადგან მცენარეული ცხიმი სინამდვილეში ტრანსცხიმია, მცენარეული ზეთი კი, მართლაც სასარგებლოა. გამომდინარე აქედან, მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი მცენარეული ცხიმების მიღებისგან, განსაკუთრებით უნდა მოვარიდოთ ამგვარ პროდუქტს ბავშვები და ხანდაზმულები.

– რას ნიშნავს მყარი მცენარეული ცხიმი. შეიძლება თუ არა მყარ მდგომარეობაში არსებობდეს ცხიმი?

– რა თქმა უნდა, მყარი ცხიმი ეს უკვე ნონსენსია, რადგან მისი ფორმა და შინაარსი აბსოლუტურად არ ემთხვევა ერთმანეთს. მსგავსი წარწერა ხშირად მინახავს საკვებზე და ჩემი აზრით, ეს მხოლოდ კომერციული ხრიკია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი. აქვე, ყურადღება მინდა მივაქციო კიდევ ერთ ასპექტს – მარხვის პერიოდში დიდი რაოდენობით მცენარეული ანუ უჯრედისით მდიდარი პროდუქტის მიღებას. მინდა გავაფრთხილო გასტრიტით ანუ კუჭ-ნაწლავის ლორწოვანას ანთებით დაავადებულები, მათ პირველ რიგში ჯანმრთელობას უნდა უმკურნალონ და მხოლოდ შემდეგ დაიცვან მარხვა, რადგან უჯრედისით მდიდარი პროდუუქტის ჭარბად მიღება მეტად საზიანოა მათთვის.

გადაცემის ჩანაწერი

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები