შევეცდებით, რომ აღვიდგინოთ ეს ძალები და მეორე თამაში უკეთესად და უფრო ძლიერად ვითამაშოთ, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა თურქეთთან თამაშის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, გულშემატკივარს ჩეხეთთან ბევრად მაგარი მატჩის გამართვას ჰპირდებიან.
„შევეცდებით, რომ აღვიდგინოთ ეს ძალები და მეორე თამაში უკეთესად და უფრო ძლიერად ვითამაშოთ, იმიტომ, რომ იყო პირველი 20 წუთი რომელიც შეგვეძლო რომ უკეთესად გვეთამაშა, მაგრამ ამ ყველაფერზე ვიმუშავეთ და იმედი მაქვს, რომ მეორე თამაშს ის შედეგი მოჰყვება, რასაც ვიმსახურებთ…
ვიდეოს ვნახავთ, განხილვა გვექნება ამ თამაშის და შევეცდებით, შეცდომები რაც იყო და ის კარგი თამაში ჩეხეთთან უკეთესი და უფრო მაგარი იყოს.
სასიხარულოა ევროპის ჩემპიონატზე პირველი თამაშის ჩატარება, მაგრამ იმ შედეგს ვერ მივაღწიეთ, რისი მიღწევაც გვინდოდა თამაშიდან გამომდინარე. გვქონდა ბევრი მომენტი, რომელიც შეგვეძლო, რომ გამოგვეყენებინა. მაგრამ არაფერი, გავაგრძელებთ შრომას. მადლობა ყველა ქართველს, რომელიც ჩამოვიდა, დაგვაფასა, ასევე იმ ხალხს, რომელიც ტელევიზორიდან გვიყურებდა და გვიგულშემატკივრა“, – ამბობს ქოჩორაშვილი.
ცნობისთვის, საქართველო – თურქეთის მატჩი ანგარიშით 1:3 თურქეთის გამარჯვებით დასრულდა.