LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეცდომის არ გეშინოდეთ! შეცდომები ცხოვრებაში უფრო კარგად გამახსოვრდებათ, ვიდრე სწორი ქმედებები – ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

515
rezomxeidze201021

აზროვნების აკადემია ფსიქოლოგ ზურა მხეიძის ლექციიდან ამონარიდს გვთავაზობს, რომელიც შეცდომებს ეხება.

„რეალობა არაფერს განსაზღვრავს. განსაზღვრავს შენი განცდები და შენს თავთან შენივე კომუნიკაცია; დამერწმუნეთ, რომ თქვენი ყოფა დამოკიდებულია არა გარე რეალობაზე, არამედ თქვენზე !

მთავარია, შეცდომის არ გეშინოდეს. ის ადამიანი, ვისაც შეცდომის ეშინია, რჩება ერთ ადგილზე და მუდმივად დგას ერთ ადგილას და იმასაც ვერ იგებს, მარჯვნივ სჯობდა წასვლა თუ მარცხნივ.

თუ ასეთი ალტერნატივა დადგება – წადი, ოღონდ მერე უნდა აღიარო, რომ შეცდომა იყო! რა პრობლემაა?! თქვენი შეცდომები ცხოვრებაში უფრო კარგად გამახსოვრდებათ, ვიდრე სწორი ქმედებები;

ერთ ადგილას ჯდომა ყველაზე ცუდია ! კმაყოფილი ნებისმიერი გადაწყვეტილებით შეგიძლია იყო“ – ამბობს ფსიქოლოგი.

 

ფოტო – აზროვნების აკადემია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g