LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეჩერდება თუ არა საპენსიო რეფორმა

145
pensia

საპენსიო რეფორმის შესაძლო შეჩერების საკითხი, შესაძლოა, ხვალ გაირკვეს. სწორედ ამ საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო.

იურისტები ამბობენ, რომ რეფორმაში პრობლემა რამდენიმე მიმართულებითაა, მათ შორისაა საკუთრების უფლებების საკითხი. მათი თქმით, სახელმწიფო მოქალაქეებს ავალდებულებს საკუთარი ქონება, დიდი ალბათობით, რისკიან კაპიტალდაბანდებად აქციონ და საპასუხოდ მოქალაქეებს ქონების დაკარგვის რისკის დაზღვევის და ზიანის ანაზღაურების რაიმე ბერკეტს არ სთავაზობს.

საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხის დაკარგვის შემთხვევაში კი, მოქალაქეები ზიანის ანაზღაურებას ვერ შეძლებენ.

შეგახსენებთ,  საპენსიო რეფორმა უკვე ამოქმედებულია, რომლის თანახმადაც დამსაქმებელი და დასაქმებული საკუთარი ხელფასის 2%-ის საპენსიო ფონდში რიცხავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g