LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შედგა გულწრფელი საუბარი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ყველა საკითხზე… კობახიძემ ჯიმ ო’ბრაიენს კანონის მიღების საჭიროებაც განუმარტა“ – მთავრობის ადმინისტრაცია

117
მთავრობის ადმინისტრაცია

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერი, ირაკლი კობახიძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯიმ ო’ბრაიენს შეხვდა.

მათივე ცნობით, გაიმართა ხანგრძლივი შეხვედრა, სადაც „მთავრობის მეთაურმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ამ პროცესებთან დაკავშირებით ერთმანეთს თავიანთი წუხილები გაუზიარეს”:

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯიმ ო’ბრაიენს შეხვდა.

გაიმართა ხანგრძლივი შეხვედრა, სადაც შედგა გულწრფელი საუბარი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ყველა საკითხზე, მათ შორის საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებულ პროცესებზე.

მთავრობის მეთაურმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანის თანაშემწემ ამ პროცესებთან დაკავშირებით ერთმანეთს თავიანთი წუხილები გაუზიარეს. ირაკლი კობახიძემ ჯიმ ო’ბრაიენს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების საჭიროებაც განუმარტა და კიდევ ერთხელ გამოთქვა მმართველი გუნდის მზაობა, ვეტოს პროცედურის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორების ყველა სამართლებრივი შენიშვნა ყურადღებით განიხილოს.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებით, რაც ორმხრივ ძალისხმევას და სამართლიან ურთიერთდამოკიდებულებას მოითხოვს“- ნათქვამია ინფორმაციაში.