LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შედგება თუ არა უკრაინა-რუსეთის შეხვედრა ბელარუსი საზღვარზე – რუსებმა საჰაერო სივრცე სავარაუდოდ ისევ დაარღვიეს

113
0ff60000-0aff-0242-cd4e-08d9a78f93f0-w1200-r1

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსულმა მოიერიშე საფრენმა აპარატებმა დილიდან უკრაინის საჰაერო სივრცე ბელარუსის მხრიდან დაარღვიეს.

ჩაშლის თუ არა ეს, სავარაუდოდ, უკვე შეთანხმებულ მოლაპარაკებას უკრაინასა და რუსეთს შორის, რომელიც ბელარუსის საზღვარზე დღეისთვის არის დაგეგმილი, ჯერ უცნობია.

ოფიციალური კიევი მტერთან მოლაპარაკებას თანხმდება მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, საიდანაც უკრაინის მისამართით რაკეტებს არ ისვრიან.

ბელარუსების ომში ჩართვის თაობაზე ინფორმაცია ქვეყნდება The Washington Post-ის მიერ, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, ბელარუსის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი, შესაძლოა, დღეს გადადგას.

ბელარუსმა რუსულ ჯარებს მის ტერიტორიაზე თავმოყრის და უკრაინაში ბელარუსიდან შეჭრის ნება დართო.

კიევსა და ხარკოვში დილიდან აფეთქებების ხმა ისმოდა, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კომუნიკაციებისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახურში განაცხადეს.

რამდენიმე საათის წინ უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელარუსიდან უკრაინის მიმართულებით მოიერიშე თვითმფრინავები მიფრინავდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g