LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შეერთებულ შტატებიდან ფრიად საინტერესო მესიჯი მივიღე… ყველაზე სასტიკი მტრები საქართველოსი ქართველი ემიგრანტები არიანო” – რა წერილს აქვეყნებს რობერტ სტურუა

2109
image-2021-09-12-094936

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა ფეისბუქპოსტში რეზო ამაშუკელს მიმართავს და უზიარებს წერილს, რომელიც სტურუას თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო.

რობერტ სტურუა პოსტს ილია ჭავჭავაძის სიტყვებს ურთავს და წერილის ავტორის თხოვნის გამო, მის ვინაობას არ ამხელს.

“კიდევ ერთი მ ი მ ა რ თ ვ ა

ბატონ რ ე ზ ო ა მ ა შ უ კ ე ლ ს!

ბატონო რეზო,

შეერთებულ შტატებიდან ფრიად საინტერესო მესიჯი მივიღე.

მთლიანად არ გამოაქვეყნოო – მთხოვს წერილის ავტორი(ეშინია?)!

ვეცდები მოკლე შინაარსის გადმოცემას! ძალიან მოკლეს!

1. ყველაზე სასტიკი მტრები საქართველოსი ქართველი ემიგრანტები არიანო – არაადამიანური სურვილებით შეპყრობილნიო

(მე ვიტყოდი, როგორც აქ, გაუბედურებულ სამშობლოში!)

მაშ ასე ემიგრანტის ცისფერი ოცნება:

გრინ კარტა(ბევრს უკვე აქვთ!),

ამერიკული პასპორტი( მალე ექნებათ!),

სარფიანი სამსახური(იქაც ფულის შოვნა),

ბინა,

სახლი,

აგარაკი( მაიამისთან ახლოს და აუცილებლად აუზით),

საქართველოს და ქართველების გინება და სააკას ქება-დიდება,

( ხედავენ ამერიკელებს მაინც რომ მოწონთ ეს პოლიტიკური გვამი, მიუხედავათ იმისა რომ კარგად იცის CIA-მ ამ სისხლით მოსვრილი არაქართველის საძაგლობანი!)
და სასაცილო ის არის, რომ იმ ჭკუათხელი დიქტატორის რეჟიმს საელჩოს თანამშრომლებისთვის მიცემული დიდი ქრთამების საშვალებით ძლივს გაექცნენ ტირანს!
და…

2. საქართველოში უცხოეთის საელჩოებში შეგზავნილი საქართველოს მტრები – ნაცისტი-გოგოშკები, რომლებიც დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდიან უცხო ქვეყნების ელჩებს!”
ეს წერილის მოკლე შინაარსი გახლავთ…ძალიან მოკლე!

პატიოსანმა(იშვიათობაა დღეს) ქართველმა გადმომიგზავნა!

ცრემლმორეული შესცქერის ამ გადაგვარებულ ხალხს – ერის გამყიდველებს და ფიქრობს, რომ ჩვენც აფგანეთის ბედი გველის!

P.S.

წერილის ავტორს, როგორც მთხოვეს, არ ვასახელებ!”- წერს რობერტ სტურუა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g