LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტში ცვლილებები შევიდა – რა სიახლეებია ფერმერებისთვის

78
b277fe3ffdea10edb8b098fceea06a7f

საქართველოს მთავრობამ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტში ცვლილებები დაამტკიცა. აღნიშნული პროექტი გაზრდის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების პრაქტიკის დანერგვას.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტს ახალი მიზნობრიობა დაემატა. პროექტის ფარგლებში, შესაძლებელი გახდა განახლებადი ენერგიის წყაროების შეძენა, მონტაჟი და მოწყობა, რაც გარემოზე ზემოქმედების შემცირებას შეუწყობს ხელს. ამავდროულად, გაზრდის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების პრაქტიკის დანერგვას.

აღნიშნული მიზნობრიობით ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხების ჯამური მოცულობა 1,5 მლნ ლარიდან 10 მლნ ლარამდე მერყეობს. სოფლის განვითარების სააგენტო მოახდენს გაცემული სესხის არაუმეტეს 36 თვის პროცენტის თანადაფინანსებას, წლიური 11%-ის ოდენობით. პროექტში განხორციელებული ცვლილებებით, განახლებადი ენერგიის წყაროების შეძენა აგროლიზინგითაც შესაძლებელი გახდა“,- აღნიშნავენ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g