LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეგიძლია საფრანგეთში პერსონა ნონ გრატად გამომაცხადო! არ ვიცი, ვის გულისხმობს ქართველ ხალხში, არც ის ვიცი, რა წესებს გვტენი შენიღბული მეგობრობით, მაგრამ ცხვრის ტყავში მგელი ქართველისთვის ადვილად იცნობა!!“ – ხატია სიჭინავა ემანუელ მაკრონს

529
ხატია სიჭინავა

საფრანგეთის პრეზიდენტის ვიდეომიმართვას, რომელშიც ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საქართველო ევროპულ გზაზე წინ ვერ წავა, თუკი მშვიდობიან დემონსტრაციებს არაპროპორციული ძალით ჩაახშობენ, ჟურნალისტი, ხატია სიჭინავა ეხმაურება საკუთარ „ინსტაგრამ“ გვერდზე.

ვიდეომიმართვაში საფრანგეთის პრეზიდენტი დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქართველებმა „ხელახლა აიღონ ხელში საკუთარი ბედი“.

„საქართველოს ვერ ექნება ევროპულ გზაზე წინსვლის იმედი, თუ მშვიდობიან დემონსტრაციებს ძალის არაპროპორციული გამოყენებით ახშობენ, თუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, ოპოზიციური პარტიების წევრებს ავიწროებენ“ – ემანუელ მაკრონი ქართველ ხალხს მიმართავს

ემანუელ მაკრონის აღნიშნული განცხადების საპასუხოდ გავრცელებულ პოსტში ხატია სიჭინავა წერს, რომ არ იცის, „ვის გულისხმობს ქართველ ხალხში“ საფრანგეთის პრეზიდენტი.

„არ ვიცი, ვის გულისხმობს ქართველ ხალხში, არც ის ვიცი, რა წესებს გვტენი შენიღბული მეგობრობით, მაგრამ ცხვრის ტყავში მგელი ქართველისთვის ადვილად იცნობა!! აქ ჩვენც ვცხოვრობთ, უმრავლესობა!

ვისაც იგნორს უკეთებ და ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ შენს „მეგობრულ“ დამოკიდებულებას! შეგიძლია საფრანგეთში პერსონა ნონ გრატად გამომაცხადო! ქლესა ევროპა თავს მოხვეული გეი პარადით, მე პირადად ფეხებზე მკიდია!!“, – წერს ხატია სიჭინავა.

ვლადიმერ ბოჟაძე მაკრონისა და ივანიშვილის საუბარზე: „არჩევნებზე, მის გაყალბებაზე საუბარი არ ყოფილა – მაკრონმა საკითხები გაიარა იმ ადამიანთან, რომელიც გუნდთან ერთად იღებს გადაწყვეტილებებს, მგონი, ამაში გასაკვირი არაფერია“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g