“დასვენების ადგილის შერჩევისას ფრთხილად უნდა ვიყოთ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილიმა “იმედის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, დასასვენებლად წასვლა რეკომენდირებულია არა ხალხმრავალ ადგილზე, იქ სადაც სოციალური დისტანციის დაცვა შესაძლებელია.
“დასვენება საჭირო და აუცილებელია. მაგრამ დასვენების ადგილის შერჩევისას ფრთხილად უნდა ვიყოთ და ვეცადოთ შევარჩიოთ ისეთი ადგილი, სადაც ხალხმრავალ თავყრილობებთან საქმე არ გვექნება და დისტანციის დაცვა შეგვეძლება. შეგიძლიათ ზღვაზე და მთაშიც წაბრძანდეთ. საქართველოში უამრავი სხვადასხვა კლიმატური კურორტია და დარწმუნებული ვარ ნებისმიერი მათგანი დამსვენებლის ჯანმრთელობაზე გამაჯანსაღებელ ეფექტს იქონიებს, ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ გარკვეული წესები უნდა დავიცვათ,” – აღნიშნა ზახაშვილმა.
ხათუნა ზახაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ფიზიკური დისტანცირება ყველგან ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად რჩება.
