LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეგიშვებენო: მესის და ნეიმარს ბრიტანეთი შესვლის უფლებას აძლევს

87

დიდი ბრიტანეთი უფლებას მისცემს ლიონელ მესის და ნეიმარს ქვეყნის ტერიტორიაზე შევიდნენ მათი ნასამართლეობის მიუხედავად. ”ბარსელონას” ვარსკვლავებს ექნებათ საშუალება დაესწრონ ჩემპიონთა ლიგის 2017 წლის ფინალს და ევროპის ჩემპიონატის ფინალს 2020 წელს. აღნიშნული ინფორმაცია მესისა და ნეიმარს თავად უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინიმ ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით მიაწოდა.

ბრაზილიელი და არგენტინელი ვარსკვლავების მოგზაურობის გეგმებზე დიდ ბრიტანეთში შესაძლოა გავლენა მოეხდინა ბრექსიტს. როგორც მოგეხსენებათ, ბრექსიტის შემდეგ ბრიტანეთში შესვლა კიდევ უფრო გართულდა, ლიონელ მესი და ნეიმარი კი ნასამართლევი არიან გარკვეული ფინანსური დარღვევების გამო და მათთვის ქვეყანაში შესვლა წესით იოლი არ იქნებოდა.

”მესი და ნეიმარი არაერთხელ ყოფილან ბრიტანეთში და არ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ისინი ვერ შეძლებენ საზღვრის კიდევ ერთხელ გადაკვეთას”, -განუცხადა გამოცემა ”მარკას” ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება.

შეგახსენებთ, რომ ორივე ფეხბურთელს არაერთხელ შეექმნა პრობლემები საგადასახადო სისტემასთან.
ნეიმარს ბრალი ედება ”სანტოსიდან” ”ბარსელონაში” ტრანსფერის დროს გარკვეული თანხების დამალვაში, რამაც გამოიწვია იმ კომპანიის დაზარალება, რომელიც ფეხბურთელზე სატრანსფერო უფლებებს ფლობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g