LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეგნებულად არ ვთქვი უარი, რომ 14 დეკემბერს მემღერა მანჰეტენზე… ეიფორიაში მყოფ ადამიანებს, ვინც ამბობთ, რომ „ნაცი“ ვარ, მინდა შემოგითვალოთ კეთილი სურვილები“ – ნინი ბაშარული

302
Untitled design

14 დეკემბერს, აშშ-ში ნინო ბაშარულმა კონცერტი გამართა. მომღერალი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამის გამო, ბულინგის მსხვერპლი გახდა.

სწორედ ამიტომ ნინი ბაშარული განმარტავს, რატომ არ თქვა უარი კონცერტზე. მომღერალი მხარს უჭერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტს და ამბობს, რომ კონცერტზეც იგივე გაიმეორა.

„14 დეკემბერს, მანჰეტენზე, მერკინ ჰოლში, ერთი წლით ადრე დაგეგმილ კონცერტზე ვიმღერე…

შეგნებულად არ ვთქვი უარი პირველ რიგში იმიტომ, რომ 6 წლის უნახავი დედა მენახა!

მეორე ის, რომ არასოდეს გავაკეთებ იმას, რასაც მიმითითებს ვინმე! მით უფრო სიძულვილით!

მესამე მიზეზი, იმ შესაძლებლობას, რომ სიმღერასთან ერთად მერკინ ჰოლის ლეგენდარული სცენა ტრიბუნადაც გამომეყენებინა, ხელიდან არ გავუშვებდი კლავიატურის რწყილების გამო !

კიდევ ერთხელ ვციტირებ რაც იქ ვთქვი, ჯამაათნო!

“მე ყოველთვის შვილების მხარეს ვიდგები, იმ ახალგაზრდების, რომლებიც დგანან რუსთაველის პროსპექტზე!

მათ სურთ ისეთი სახელმწიფო, სადაც მთავარი ღირებულება არის ადამიანი…

ქართველი ერი ყველაზე მეომარი ერია, რომელიც უამრავი მტრით გარშემორტყმული მოვიდა აქამდე თავისი დამწერლობით, ენით, სარწმუნოებით, ტრადიციებით და ეს მოსვლა ერთობამ განაპირობა!

კმარა აგრესია და სიძულვილი! გაერთიანების დროა! დღეს ახალგაზრდები დგანან ქვეყნის მხარეს, სამშობლოს მხარეს და ყველაფერში გვჯობნიან! …”
ხოლო, ის რაც არ ვთქვი დროის არქონის გამო ახლა დავამატებ!

ეს ახალგაზრდობა აკეთებს იმას, რაც სურდა რუსთაველს, ილიას და ვაჟას!

ისინი კი, ვინც ცდილობთ საზოგადოების უარესად გახლეჩვას ნაწილებად, ყველა კახაბერ ყორღანაშვილები ხართ! და თქვენი არასწორი კარგიც!!!
ეიფორიაში მყოფ ადამიანებს, ვინც ბინძურ პირს ისველებთ ჩემ ხსენებაზე, რომ ნაცი ვარ, მინდა შემოგითვალოთ კეთილი სურვილები ამ ბარბარობა დღესაო ❤️

მარად ჩემზე გესაუბროთ და მარად თქვენი სიზმრების მთავარი პერსონაჟი ვყოფილიყავი!!)

ჩემი კონცერტის ირგვლივ ჩასაფრება და წიწინი გულთან ერთი წამითაც არ მიმიტანია ახლოს, იცით რატომ?

რადგან დიდი ხანი ვისიამოვნე ჩრდილში ყოფნით, მაგრამ ახლა ასე სწრაფად და ერთბაშად თქვენი ყურადღების ცენტრში მოქცევა ღვთის წყალობასავით გადმომეფრქვა, მივხვდი დროა))🙏🏻

გახსოვდეთ!!! ეს არის გონიერი ახალგაზრდების ეროვნული ბრძოლა თავისუფალი საქართველოსთვის, სადაც სიმართლისთვის არ დაიჭერენ! არ სცემენ! არ მოკლავენ! და თუ ასეთი ქვეყნის მშენებლობისთვის ქვებს მესვრიან, მზად ვარ ეს შესაწირი გავიღო!

შიშის ნატამალს არ ვგრძნობ…რადგან ეს არის ბრძოლა უკეთესი სამყაროსთვის!

ახალგაზრდები არასოდეს ტყუიან!!

და ბოლოს!

მადლობა ახალგაზრდებს, მადლობა ჩემს შვილებს, რომლებიც დღეს არა მხოლოდ ჩვენი დედაქალაქის, არამედ მთელი მსოფლიოს მშვენებაა!“, – წერს ნინი ბაშარული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g