LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეგვიძლია განსაკუთრებული სტანდარტი ვაჩვენოთ, ჩვენი ამოცანა კოვიდუსაფრთხო არჩევნების ჩატარება უნდა იყოს: ღარიბაშვილი

45
1551770164-ირაკლი-ღარიბაშვილი

“ჩვენი ამოცანა უნდა იყოს კოვიდუსაფრთხო არჩევნების ჩატარება. ჩვენ შეგვიძლია განსაკუთრებული, მაღალი სტანდარტი ვაჩვენოთ, ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ჩავატაროთ თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები და მეორე მხრივ, ეს უნდა იყოს კოვიდუსაფრთხო არჩევნები.” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ინიციატივაზეც ისაუბრა – მისი თქმით, ეს ცესკოს თანამშრომლების ვაქცინაციას უკავშირდება.

როგორც პრემიერმა თქვა, ცესკოს კომისიის ყველა წევრი შეიძლება იყოს ვაქცინირებული და ამ საკითხზე უახლოეს დღეებში, მინისტრი და ხელისუფლების წარმომადგენლები ცესკოს ხელმძღვანელებს შეხვდებიან:

“ჩვენ ვუახლოვდებით არჩევნებს, შევდივართ აქტიურ ფაზაში. გუშინ მე გავაჟღერე ინიციატივა, რომელიც შეეხება ზოგადად ცესკოს თანამშრომლების ვაქცინაციას, ჩვენ ამის შეთავაზებას გავაკეთებთ ოფიციალურად, უახლოეს დღეებში მინისტრს და ჩვენს კოლეგებს ექნებათ შეხვედრა ცესკოს ხელმძღვანელობასთან.

ჩვენი ამოცანა უნდა იყოს კოვიდუსაფრთხო არჩევნების ჩატარება. ჩვენ შეგვიძლია განსაკუთრებული, მაღალი სტანდარტი ვაჩვენოთ, ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ჩავატაროთ თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები და მეორე მხრივ, ეს უნდა იყოს კოვიდუსაფრთხო არჩევნები, რაც იმას ნიშნავს, რომ ცესკოს კომისიის ყველა წევრი შეიძლება იყოს ვაქცინირებული.

ჩვენს კანდიდატებს და სხვა პარტიების კანდიდატებს ასევე მინდა მოვუწოდო და ვთხოვო, რომ ვაქცინაციის პროცესში ჩაერთონ, იმისათვის, რომ საარჩევნო კამპანია უსაფრთხოდ ჩავატაროთ.” – თქვა მან.

პრემიერ-მინისტრმა ასევე მიმართა თხოვნით კანდიდატებს, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ატარონ პირბადე, იგივე რეკომენდაციით მიმართა მან მოსახლეობას და მოუწოდა, კანდიდატებთან შეხვედრის დროს, ანალოგიურად, თავადაც პირბადე ატარონ. 

magti 5g