LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეგვიტევენ, მაგრამ ჩვენ უნდა ვითამაშოთ დაცვითი ფეხბურთი ისე უშეცდომოდ, როგორც პორტუგალიასთან და შემდეგ გადავიდეთ შეტევაზე.. შეტევაში ვიქნებით სახიფათოები“ – გიორგი მამარდაშვილი

181
გიორგი მამარდაშვილი

30 ივნისს, 23:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ცოტა ხნის წინ ოფიციალურ პრესკონფერენციაზე გიორგი მამარდაშვილმა განაცხადა, რომ მისი აზრით ესპანეთის ნაკრები შემტევ ფეხბურთს ითამაშებს, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა დაცვითი ფეხბურთი უშეცდომოდ უნდა ითამაშონ.

მისივე თქმით, ეროვნულ ნაკრებს ბევრი სწრაფი ფეხბურთელი ჰყავს, რომელთაც შეუძლიათ მეტოქის საჯარიმოში სახიფათო მომენტების შექმნა.

„ჩემი აზრით, ესპანეთი ითამაშებს გახსნილ ფეხბურთს, შეგვიტევენ, მაგრამ ჩვენ უნდა ვითამაშოთ დაცვითი ფეხბურთი ისე უშეცდომოდ, როგორც პორტუგალიასთან და შემდეგ გადავიდეთ შეტევაზე. გვყავს სწრაფი ფეხბურთელები, მათ შეუძლიათ ბევრი ხიფათი შექმნან ესპანეთის საჯარიმოში, ასე რომ, ველოდებით რთულ, დაძაბულ თამაშს. ვითამაშებთ უკნიდან, ჩემი აზრით, მაგრამ შეტევაში ვიქნებით სახიფათოები“ – განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები