გლდანში მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალზე, დღეს ყაჩაღური თავდასხმა განხორციელდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ადგილიდან მიმალვა მძევლის აყვანის შედეგად შეძლეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, სამმა ნიღბიანმა ტერიტორია ორმხრივი სროლისას, მას შემდეგ დატოვა, რაც მათ გოგონა მანქანაში ჩაისვეს.
როგორც “ფორტუნასთან” შსს-ს წარმომადგენელი ადასტურებს ამ დროსითვის თავდამსხმელებს მძევალი არ ჰყავთ. დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, თავდასხმა და ორმხრივი სროლა გლდანში დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. თვითმხილველების თქმით, სამივე თავდამსხმელს ნიღაბი ეკეთა. მათ დაცვის პოლიციის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს. ორმხრივი სროლისას ავტომობილები და მაღაზიები დაზიანდა.