LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიცვალა თუ არ გაზის ტარიფი – სემეკმა გადაწყვეტილება მიიღო 

215
გაზის მიწოდება

“თბილისი ენერჯის” აბონენტებს გაზი არ გაუძვირდებათ. სემეკის გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი. კომისიამ სხდომაზე „თბილისი ენერჯის“ სამომხმარებლო ტარიფი 2023-2027 წლებისთვის უცვლელად დატოვა. შედეგად, აბონენტებს კუბ.მ ბუნებრივ გაზში 53.972 თეთრის გადახდა მოუწევთ.

მომდევნო 5 წლის განმავლობაში სამომხმარებლო ტარიფები ასევე უცვლელი იქნება სხვა მცირე გაზგამანაწილებელი კომპანიების – შპს „ვარკეთილაირის“, შპს „ინტერ გაზის“, შპს „გასკო +“-ის, შპს „ეს ჯი გაზ კომპანის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვისაც.

„დავასრულეთ ბუნებრივი გაზის კომპანიებისთვის ტარიფების დადგენა. სემეკის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ტარიფები უცვლელი დარჩა. 3- წლიანი რეგულირების პერიოდის ნაცვლად, ტარიფები განისაზღვრა 5 წლიან რეგულირებად პერიოდზე. ტარიფების შენარჩუნება განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით სოციალური გაზის ხელმისაწვდომობაზე, ასევე აშშ დოლართან მიმართებით, ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობით“, – განაცხადა დავით ნარმანიამ საჯარო სხდომაზე ტარიფების დადგენისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g