LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შეიძლება დაელაპარაკონ ბანკებს და განწილადება გაუკეთონ” – კალაძე 250 ლარიან აბონემენტზე

118
1

“250 ლარზეა საუბარი, თუმცა აქაც შეიძლება დაელაპარაკონ ბანკებს და განწილადება გაუკეთონ, არ მგონია ეგეც პრობლემა იყოს, ხომ?” – განაცხადა თბილისის მერმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში მგზავრობის გადახდის ახალ, სააბონემენტო სისტემაზე საუბრის დროს, როდესაც ჟურნალისტმა მას პარლამენტარი ალეკო ელისაშვილის განცხადება შეახსენა და აღნიშნა, რომ მრავალი ადამიანის განცხადებით, ისინი 250-ლარიანი აბონემენტის ყიდვას ვერ შეძლებენ.

მგზავრობის ფასი გაგვიორმაგდა – პარლამენტის წევრი ვარ და მე ვერ გადავიხდი ერთბაშად 250 ლარს, ახალი წელი მოდის, ყოველ კაპიკს ფასი აქვს: ალეკო ელისაშვილი

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ტარიფი არ ძვირდება და მთავარი არის ის, რომ ყველა ოჯახს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, მათთვის მგზავრობაა ან უფასო, ან შეღავათიანია:

“250 ლარზეა საუბარი, თუმცა აქაც შეიძლება დაელაპარაკონ ბანკებს და განწილადება გაუკეთონ, არ მგონია ეგეც პრობლემა იყოს, ხომ? მთავარი რა არის? ყველა იმ ოჯახს, ყველა იმ  ადამიანს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, მათთვის მგზავრობაა ან უფასო, ან პენსიონერები იხდიან 10 თეთრს ან 20 თეთრს, ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი, პრინციპული და მნიშვნელოვანი.” – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ეს შეიძლება რთული გადაწყვეტილება ყოფილიყო, მაგრამ თუ ტარიფი გაძვირდებოდა, ამას მოქალაქეებს პირდაპირ ეტყოდნენ:

“მეგობრებო, ტარიფი არ ძვირდება. ეს ასე რომ ყოფილიყო, მე მაქვს იმის შნო, იმის შესაძლებლობა და უნარი და მაქვს ეს დამოკიდებულება მოსახლეობასთან, რომ პირდაპირ ვეტყოდი ამ ყველაფერს, არ მომერიდებოდა. ეს შეიძლება რთული გადაწყვეტილება ყოფილიყო, მაგრამ ამას ვეტყოდი პირდაპირ, რომ ტარიფები ძვირდება, მაგრამ არ არის ასე.

900 ათასზე მეტი ადამიანი გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ამ ადამიანების 53% სარგებლობს შეღავათიანი ტარიფით ან მგზავრობს უფასოდ და მათ ეს შეღავათი რჩებათ. ეს შეღავათები ვრცელდებოდა, მეტროზე და ავტობუსზე. ყვითელ მიკროავტობუსებში ღირებულება იყო 80 თეთრის. ამ შეღავათით ჩვენ ინტეგრირება გავაკეთეთ, მეტრო, უკვე მიკროავტობუსიც, ავტობუსიც და საბაგიროც – ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი გზა – ჩართულია ამ პროგრამაში.” – თქვა თბილისის მერმა.

შეგახსენებთ, 1 თებერვლიდან ულიმიტო მგზავრობის სისტემა ამოქმედდება – ერთწლიანი აბონემენტი 250 ლარი ეღირება.

ბარათები იქნება როგორც ერთდღიანი, ასევე ერთკვირიანი, ერთთვიანი, სამთვიანი, ექვსთვიანი და ერთწლიანი.

მეტროს, ავტობუსისა და მიკროავტობუსის მომხმარებლები 5 იანვრიდან უკვე შეძლებენ ბარათების შეძენას მეტროს სალაროებს და “საქართველოს ბანკის” ექსპრეს-ფილიალებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები